The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ონოფრიშვილი

ირაკლი ონოფრიშვილი
დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1935
გარდაცვ. თარიღი:13 მარტი, 2006  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1971 წელს.

1956–1964წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ჯერ ოპერატორის ასისტენტად, შემდეგ კინოოპერატორად. 1964 წლიდან ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის დამდგმელი ოპრერატორი, 1968 წლიდან კომპანია "ქართული ტელეფილმის" დამდგმელი ოპერატორი; იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. არის ტელეფილმ "რეკორდი"-ს დამდგმელი ოპერატორი; გადაღებული აქვს ფილმები: "შორია გურჯისტანამდე", "ძველი ქართული საგალობლები", "პეტრიწონის მონასტერი", "წმინდა ათონის მატიანე", "ლაზარე", "თუში მეცხვარე" და სხვ. მიღებული აქვს სატელევიზიო ფილმების საკავშირო ფესტივალის პირველი ხარისხის დიპლომი (ლენინგრადი), საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისათვის ფილმში "თუში მეცხვარე" (1977), საერთაშორისო ფესტივალ "ზლატა პრაღას" გრან-პრი (პრაღა, 1984).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 265; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.269

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1962-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1979 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: