The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ გუდიაშვილი

ნიკოლოზ გუდიაშვილი
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1913
გარდაცვ. თარიღი:7 აპრილი, 1998  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს.

1937 წლიდან იყო პედაგოგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1981 წლიდან კი პროფესორი; მუშაობდა თეატრალურ, სიმფონიურ კამერულ–საკრავიერ, კამერულ–ვოკალურ, საგუნდო და საესტრადო მუსიკის სფეროში; მას ეკუთვნის ოპერები: "ელისო" (ა. ყაზბეგის მიხედვით, 1944), "ქეთევან წამებული"(1960), "სისხლიანი სუფრა" (1971), "შურისძიება" (1971); 2 ბალეტი: "დედის მანდილი" (1951) და "ნარიყალას ციხესთან" (1958); ოპერეტები: "შეხვედრა აგარაკზე" (1950), "საჩუქარი"(1951), "სალხინობელი" (1953), "ვახშამზე"(1959); 4 სიმფონია (1944, 1949, 1968, 1980); 5 საფორტეპიანო კონცერტი (1941, 1946, 1948, 1961, 1980); სიმებიანი კვარტეტები, საფორტეპიანო კვინტეტი (1948); საფორტეპიანო სონატა (1950); 24 პრელუდია და ფუგა (1975); მისმა ხალხურ თემებზე შექმნილმა საესტრადო ჟანრის "ქართულმა ფანტაზიამ" დიდი პოპულარობა მოიპოვა 40–იანი წლებიდან ქართველ და კერძოდ, თბილისელ მუსიკის მოყვარულთა შორის; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.188

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

  • პოლიფონია : მკაცრი სტილი (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1986. - 352გვ.

გააზიარე: