შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ონოფრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური და სოციალური გეგორაფიის სპეციალობით 1984 წელს; 1991 წელს რუსეთის სახალხო მეურნეობის პროგნოზირების ინსტიტუტის ასპირანტურა; 1994 წელს ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტი სპეციალობით საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. 1978-1979წწ. იყო თბილისის ინსტრუმენტალური ქარხნის მუშა; 1984-1987წწ. სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; მცირე სამეწარმეო გაერთიანება კონცერნი "საქართველო" - ტურიზმის სექტორის უფროსი (1991); 1992 წელს ბუნებრივი რესურსების მართვის ინსტიტუტის ლექტორი; კონცერნ "საქართველოს" უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების გამგე; 1993 წელს ფინანსთა სამინისტროს უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების გამგის მოადგილე, სახელმწიფო კანცელარიაში ეკონომიკური განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; 1994-1995წწ. მსოფლიო ბანკის ექსპერტი-კონსულტანტი (ვაშინგტონი); 1995-1998წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1998-2000წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრი; 2001-2002წწ. სს "ქართული ფილმი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2001-2008წწ. შპს "სახელმწიფო მარეგულირებელი საბჭო" - გენერალური დირექტორი; 2001-2004წწ. შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანია" - გენერალური დირექტორი; 2003-2004წწ. ვანდერბილთის უნივერსიტეტი, აშშ ასოცირებული პროფესორი; 2004-2005წწ. შპს საქართველოს რკინიგზა, გენერალური დირექტორი; 2008-2009 წწ. შპს "დიჯი ინვესტი" - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2009-2012წწ. პარტია თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე; ვაშინგტონის უნივერსიტეტი - მიწვეული პროფესორი (2012); 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №30 კასპის საარჩევნო ოლქიდან; 2019 წლიდან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროს. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 264; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 282 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |