The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ბერიძე

შალვა ბერიძე
დაბადების თარიღი:29 თებერვალი, 1892
გარდაცვ. თარიღი:21 თებერვალი, 1970  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მკვლევარი, მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და მოსკოვის რუსული ლიტერატურისა და კავკასიის ხალხთა ისტორიის ფაკულტეტი, სორბონის უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

სწავლის პერიოდში ხშირად აქვეყნებდა ნაშრომებს ქართველ მწერლებზე: "თავადი ჭავჭავაძე. პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე", "თავადი ბარათოვი. პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე" (ორივე ხარკოვი, 1915 წელი); "თავადი წერეთელი. პოეტი და პატრიოტი" (თბილისი, 1918 წელი). 1916 წელს ნიკო მარის რეკომენდაციით პეტერბურგის უნივერსიტეტიდან კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზღვარგარეთ მიავლინეს. 1918 წელს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრაზე. 1919 წელს გამოაქვეყნა გამოკვლევა "მეგრული (ივერიული) ენა". 1920 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ. იყო ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორი. დიდი წვლილი მიუძღვის შოთა რუსთაველის შემოქმედების შესწავლასა და "ვეფხისტყაოსნის" თარგმნის საქმეში. ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა "ქართული პოეზია" (ლონდონი, 1930–1931 წლები), ფრანგულ ენაზე–"რუსთაველი–ფილოსოფოსი"(პარიზი, 1926 წელი), "ფრანგი მოგზაურები საქართველოში"(პარიზი, 1927 წელი), "ფრანგული ბიბლიოგრაფია საქართველოზე"  (პარიზი, 1934 წელი). იტალიურ ენაზე–"ბერნარდო ძოფი კავკასიაში"(ნეაპოლი, 1936 წელი), "შამილი–კავკასიის გმირი" (პომპეი, 1939). 1945 წელს მილანში იტალიურ ენაზე გამოსცა "ვეფხისტყაოსნის"  პროზაული  თარგმანი,(ფულვიო ბიანკონის ილუსტრაციებით). "ნაციის ტრაგედია(საქართველო)", "ხალხური მედიცინა კავკასიაში", "ქართველი ქალი პოლიტიკის ისტორიაში". 1967 წელს რომში გამოსცა შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი "აფორიზმები". ლიტერატურათმცოდნე. მთარგმნელი. გარდაიცვალა რომში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.406

ბიბლიოგრაფია

  • პროფესორი იოსებ ყიფშიძე : ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა (1882-1919) (ავტორი). - ტფილისი, ქალაქთა კავშირის სტ., 1920. - 10გვ.
  • მეგრული (ივერული ენა) (ავტორი) // წ. 1. ნაკვ. 1 ; შესავალი და მასალები. - ტფილისი, ქართული ბეჭდვითი ამხანაგობის სტ.(ხელნაწერის უფლებით), 1920. - 212გვ.

გააზიარე: