შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1966 წელს. მისი ძირითადი ნამუშევრებია: საბაგირო გზის ზედა და ქვედა სადგურების შენობები ქალაქ სოჭში (1977), სხვადასხვა სამუზეუმო და სამხატვრო გამოფენის ექსპოზიციები (1970–1980). არის ნატურიდან შესრულებული დოკუმენტური არქიტექტურული ჩანახატების დასტამბული სამი ალბომის "ძველი თბილისი" (1972 წელი, XIX საუკუნის თბილისური საცხოვრებელი სახლები, ქუჩები და მოედნები), "ძველი ქართული ქალაქები"(1977 წელი, თბილისის, ქუთაისის, თელავის, სიღნაღის დუშეთის ძველი უბნები), "ქართული ტაძრების ინტერიერები" (1983 წელი, შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი საკულტო ძეგლები), აგრეთვე გრაფიკული და ფერწერული ნატურმორტებისა და პეიზაჟების ალბომების ავტორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.406 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |