The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ბერიძე

რევაზ ბერიძე
დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1943  (80 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1966 წელს.

მისი ძირითადი ნამუშევრებია: საბაგირო გზის ზედა და ქვედა სადგურების შენობები ქალაქ სოჭში (1977), სხვადასხვა სამუზეუმო და სამხატვრო გამოფენის ექსპოზიციები (1970–1980). არის ნატურიდან შესრულებული დოკუმენტური არქიტექტურული ჩანახატების დასტამბული სამი ალბომის "ძველი თბილისი" (1972 წელი, XIX საუკუნის თბილისური საცხოვრებელი სახლები, ქუჩები და მოედნები), "ძველი ქართული ქალაქები"(1977 წელი, თბილისის, ქუთაისის, თელავის, სიღნაღის დუშეთის ძველი უბნები), "ქართული ტაძრების ინტერიერები" (1983 წელი, შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი საკულტო ძეგლები), აგრეთვე გრაფიკული და ფერწერული ნატურმორტებისა და პეიზაჟების ალბომების ავტორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.406

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: