შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1956 წელს. 1956 წლიდნა მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში; 1988–1989წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; მან დიდი წვლილი შეიტანა ლითოგენეზისის განვითარებასა და დამკვიდრებაში; 1976 წლიდან ხელმძღვანელობდა ყოფილი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საუწყებათაშორისო ლითოლოგიური კომიტეტის ლითონოგენეზისის სექციას; იყო ტურბიდული სედიმენტოგენეზისის კვლევების დამფუძნებელი საქართველოში. მონაწილეობდა საერთაშორისო გეოლოგიურ პროექტებში, მათ შორის იუნესკოს საერთაშორისო კორელაციის 198 პროექტის შესრულებაში. მის მიერ შემუშავებელი რეკომენდაციები საფუძვლად დაედო ჟინვალის, არხოტის და ტარსკოეს (ჩრდილოეთ ოსეთი) გვირაბების პროექტებს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.405 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |