The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ბერიძე

დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1919
გარდაცვ. თარიღი:1999  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1945 წელს.

1939 წლიდა იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 1959–1960წწ. იყო შანხაის კონსერვატორიის პროფესორ–კონსულტანტი; 1967–1972წწ. კაიროს ეროვნული კონსერვატორიის რექტორი და პროფესორი(ვიოლინოს კლასი). 1973–1979წწ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის დირექტორი; 1950 წლიდან თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პედაგოგი, 1960–1967წწ. პრორექტორი სასწავლო–სამეცნიერო დარგში; 1966 წლიდან ვიოლინოსა და ალტის კათედრის გამგე; 1990 წლიდან კაიროს კონსერვატორიის პროფესორი. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი(1950), პროფესორი(1966). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.405

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახალხო არტისტი
  • ეგვიპტის ხელოვნების აკადემიის დიდი ოქროს მედალი
  • ჩინეთ–საბჭოთა კავშირის მეგობრობის მედალი

გააზიარე: