შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვუკოლ ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1912 წელს. 1922–1932წწ. ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში კითხულობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კურსს. 1932 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა შემდეგი ტერმინოლოგიური ლექსიკონები: სამშენებლო (1926), ფიზიკისა და ელექტროტექნიკის (1928), ენისა და ლიტერატურის (1928), ნორმალური ანატომიის (1930), ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიისა და პოლიგრაფიული საქმის (1932), ტექნიკური (1936), მემცენარეობის (1938), ენტომოლოგიის (1938), საავიაციო (1945), ნიადაგთმცოდნეობის (1950) და სხვ. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი რუსთველოლოგიიის, ქართული ენისა და ლიტერატურის სხვადასხვა საკითხებზე. მათგან აღსანიშნავია: "ვეფხისტყაოსნის ხალხურობისათვის", რომელშიც ავტორი იკვლევს რუსთაველის პოემის ეროვნულ ძირებს, მის კავშირს ქართულ ფოლკლორთან, "შოთას პოეტიკისათვის" და "რუსთაველის შაირისათვის", რომელიც ეხება რუსთაველის შეხედულებას პოეზიაზე და მისი ლექსთწყობის თავისებურებებს. რუსთველოლოგი. პროფესორი (1932). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.405; cyc.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |