შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქსოვრისი, მცხეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1933 წელს. მუშაობდა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში ღვინის ტექნოლოგიის განყოფილების გამგედ სამეცნიერო დარგში; 1976 წლიდან იყო ამ ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ–კონსულტანტი. II მსოფლიო ომის მონაწილე. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1955), პროფესორი(1956). მეცნიერი მეღვინეობის დარგში, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.404 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |