The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბერიძე

გიორგი ბერიძე
დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1909
გარდაცვ. თარიღი:6 ივნისი, 1983  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქსოვრისი, მცხეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1933 წელს; საკავშირო მევენახეობა-მეღვინოების ინსტიტუტის ასპირანტურა 1937 წელს; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ა. ნ. ბახის სახელობის ბიოქიმიის ინსტიტუტის დოქტურანტურა 1952 წელს.

1926-1928წწ. მუხრანის სამკითხველოს გამგე; 1928-1930წწ. სოფელ ქსოვრისის დაწყებითი სკოლის მასწავლებლი; 1933-1934წწ. მუხრანისა და საჭამიასერის საბჭოთა მეურნეობების მეღვინე; 1937-1938წწ. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში ღვინის ტექნოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1938-1941წწ. საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინეობის კათედრის ასისტენტი, დოცენტი 1941-1943წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში; 1943-1973წწ. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში მეღვინეობის განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1958-1965წწ. სამტრესტის მთავარი მეღვინე; 1976 წლიდან იყო საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში ღვინის ტექნოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ–კონსულტანტი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1955), პროფესორი(1956). მეცნიერი მეღვინეობის დარგში, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.404; საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.121

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სამეცნიერო–ტექნიკური საზოგადოება, წევრი (1968-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: