შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ გულისაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო. დაამთავრა პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1916 წელს. სტუდენტობის პერიოდში დაიწყო მუშაობა პუტილოვოს ქარხანაში მუშად, შემდეგ ობუხოვის ქარხანაში ოსტატად; 1914 წელს დაინიშნა რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს სამთო დეპარტამენტში უმცროს ინჟინრად; 1915 წელს ამავე სამინისტროს დავალებით შეუდგა სპეციალური შენადნობის დამზადებას; 1916 წელს ხელმძღვანელობდა ეკატერინებურგის მაზრის სოფელ ბოევკაში ვოლფრამიტის საბადოებზე ელექტრომეტალურგიული ქარხნის მშენებლობას და ორგანიზაციას უწევდა ახალი შენადნობების დამზადებას ურალის საბადოებზე; აქვე კითხულობდა ლექციებს; 1921 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაინიშნა სპეციალისტ-კონსულტანტად სახალხო მეურნეობის უმაღლეს საბჭოში; პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1928 წელს მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პოლიტექნიკური ფაკულტეტის გამოყოფასა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსებაში; იყო მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი და კათედრის გამგე; 1948-1953წწ. საქართველოს პოლიტექნუკური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო–სამეცნიერო ნაწილში; 1930 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნუკური ინსტიტუტის მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრას; ავტორია მეტალურგიის, მხაზველობითი გეომეტრიისა და მანქანათა ნაწილების სახელმძღვანელოებისა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მეტალურგი, პროფესორი (1930). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.194 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |