The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ბერიძე

გივი ბერიძე
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 2015  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1950 წელს, 1954 წელს მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის დახელოვნების ფაკულტეტი.

1957 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1950–1960წწ. მუშაობდა "საქსახპროექტში", "თბილქალაქპროექტში", მოსკოვის ქალაქთდაგეგმარების სახელმწიფო ინსტიტუტში; 1960 წლიდან მუშაობდა არქიტექტურულ–სამშენებლო მეცნიერების დარგში; 1964 წლიდან იყო ტიპობრივი და ექსპერიმენტული დაპროექტების თბილისის ზონალური სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სექტორის, შემდეგ განყოფილების ხელმძღვანელი; 1989 წლიდან არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თეორიის თბილისის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. არქიტექტურის დოქტორი (1981), პროფესორი (1986). 2014 წელს მიენიჭა არქიტექტურის რაინდის წოდება.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.404

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: