The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ნოდარიშვილი

რევაზ ნოდარიშვილი
დაბადების თარიღი:16 აპრილი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პიპილეთი, ონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1960 წელს; მოსკოვის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია 1980 წელს.

თბილისის საავიაციო ქარხანა, ინჟინერ-ტექნოლოგი (1960); 1960-1961წწ. ჩორდის ბარიტის მაღაროთა სამმართველო "საქსამთოქიმმშენის" ტრესტი, ტრანსპორტის უფროსი; 1961-1974წწ. ონის ავტოსატრანსპორტო საწარმოს დირექტორი, საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტრო; 1974-1986წწ. სახალხო დეპუტატების ონის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1986-1989წწ. სახალხო დეპუტატების ონის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1989-1991წწ. საქალაქო კომპარტიის ონის რაიკომის პირველი მდივანი; "საქგვირაბმშენის" მუშა (1991); 1992-1999წწ. ონის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №43 ონის საარჩევნო ოლქიდან. მიღებული აქვს მედალი "ყამირი მიწების ათვისებისათვის" (1957), საქართველოს ავტოტრანსპორტის დამსახურებული მუშაკი (1972).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 259; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 278; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.282

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", წევრი (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სოციალისტი", წევრი (2004-2004)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქვეყნის უმძიმეს პერიოდში ონის რაიონში სტაბილურობის შენარჩუნებისათვის, ეროვნებათაშორის ურთიერთობათა განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთღებული წვლილისა და რაიონის აღმშენებლობაში, მისი ეკონომიკის განვითარებაში მიღწეული წარმატებებისათვის
  • 1983 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1978 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1969 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: