შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტარიელ ნიჟარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქიზინეები, შუახევის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ფაკულტეტი. 1957-1958წწ. იყო სასოფლო ბიბლიოთეკის გამგე; 1960-1966წწ. მუშაობდა შუახევის ავტოსატრანსპორტო საწარმოში სხვდასხვა თანამდებობაზე; 1966-1974წწ. ამავე საწარმოს დირექტორი; 1974-1980წწ. "აჭარსოფლტექნიკის" შუახევის რაიონული განყოფილების უფროსი; 1980 წელს სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი; 1980-1985წწ. შუახევის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1985-1990წწ. ხულოს რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1990-1995წწ. "საქსურსათსაბითუმო ვაჭრობის" ბათუმის მაცივარკომბინატის დირექტორი; 1995 წლიდან შუახევის რაიონის გამგებელი. მიღებული აქვს მედალი "საზღვრის დაცვისთვის". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 258; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.124 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |