შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელიზბარ გულისაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სამხედრო სასწავლებები 1914 წელს. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში; იბრძოდა კავკასიის ფრონტზე; 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ჩადგა ეროვნული არმიის სამსახურში; იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის პოლკოვნიკი; 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ აქტიურად მოღვაწეობდა იატაქვეშეთში; 1923 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე; მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები; სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის პოლკოვნიკი (1919). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.194; ok.ru ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |