The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ნიჟარაძე

ზურაბ ნიჟარაძე
Other name:პიკო
Date of birth:4 December, 1928
Date of death:25 June, 2021  (at 92 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1955 წელს.

1964-1971წწ. იყო სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის პედაგოგი, 1982-1987წწ. რექტორი; მუშაობს მხატვრობის სხვადასხვა დარგში: ფერწერა, გრაფიკა, თეატრალური, კინო და კედლის მხატვრობა. 1955 წლიდან სისტემატურად იღებს მონაწილეობას საქართველოს რესპუბლიკურ და საბჭოთა კავშირის საკავშირო გამოფენებში, იფინება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქართველ მხატვრებთან ერთად. მისი ნამუშევრები დაცულია: ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (თბილისი), თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში (თბილისი), მხატვართა კავშირში  (თბილისი), ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალური გალერეა (ბრაზილია), ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (აახენი, გერმანია), ამერიკის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციები.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 257; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.200

Member of Organizations

  • მხატვართა კავშირი, წევრი (1958-)
  • რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო, წევრი (2004-)

Awards and Honors

  • 2015 - ილიას მედალი, "მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა"
    ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის
  • 2005 - ღირსების ორდენი
  • 1985 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1979 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1978 - ფერწერის საერთაშორისო ბიენალეს პრემია

Share: