შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირმა ნიორაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1987 წელს; 1987-1988წწ. იყო პეტერბურგის სახელმწიფო ქორეოგრაფიული აკადემიის სტაჟიორი. 1989-1990წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; მის რეპერტუარშია მთავარი როლები ბალეტებში "ჟიზელი", "სერენადა", "დემონი". 1991 წელს კოპენჰაგენის(დანია) სამეფო თეატრის სტაჟიორი; 1992 წლიდან პეტერბურგის მარიინის თატრის სოლისტი და პრიმა ბალერინა. რეპერტუარი: მთავარი როლები ბალეტებში "გედების ტბა", "დონ კიხოტი", "ბაიადერკა", "ლეგენდა სიყვარულზე", "კორსარი", "მძინარე მზეთუნახავი", "შეჰერაზადა", "კარმენ-სიუიტა", "რაიმონდა", "ბახჩისარაის შადრევანი", "გოია', "სერაფიტას კოცნა", "სიმფონია დო მაჟორი" და სხვა. ქართველი ბალერინა. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 256; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.103 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |