შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე გეგენავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გეჯეთი, სენაკის რაიონი. დაამთავრა კუიბიშევის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1969 წელს; კუიბიშევის მარქსიზმ–ლენინიზმის საღამოს სწავლების უნივერსიტეტი (ГК КПСС) დაამთავრა 1983 წელს;1969–1971წწ. იყო კუიბიშევის ოლქის, სოფ. ელხოვკას N2 რაიონული საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1971-1972წწ. ქ. კუიბიშევის საოლქო სისხლის გადასხმის სადგურის ექიმი-ქირურგი; 1972–1974წწ. ქ. კუიბიშევის N1 ნ. ი. პიროგოვის სახელობის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1974–1976წწ. ქ. კუიბიშევის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე გაიარა კლინიკური ორდინატორის ორწლიანი კურსი ქირურგიაში; 1976 წლის სექტემბერიდან ჩაირიცხა ამავე ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე დაუსწრებელ ასპირანტურაში, რომლის წარჩინებით დამთავრებისას წარდგენილ იქნა საკანდიდატო დისერტაცია;1976-1989 წწ. მუშაობდა ქ. კუიბიშევის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე კლინიკურ ორდინატორად. 1983 წლიდან მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება, სამედიცინო სამსახურის კაპიტანი, ექიმი-ნეიროქირურგი. ქ. კუიბიშევის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრამ დაამტკიცა მისი სადოქტორო ნაშრომი, რომელიც უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ (ВАК СССР) ჩართო ქ. კუიბიშევის დ. ულიანოვის სახ. სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა (НИР) გეგმაში; შემდგომში სადისერტაციო ნაშრომი დაინერგა საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში, ქ. კუიბიშევის სამედიცინო ინსტიტუტების კლინიკებში და ქ. კუიბიშევის ოლქის ჯანდაცვის სისტემაში; დისერტაციის მონაცემები ციტირებულია მონოგრაფიაში: "Диагностические и тактические ошибки при остром аппендиците"/ Ротков М. Л..-Медицина, 1980г. 1989 წლიდან გადმოყვანილ იქნა ქ. თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს აბდომინალური ქირურგიის განყოფილების თანამშრომელად; 1990 წლის 25 აპრილიდან გადმოყვანილ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკის (შემდგომში წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახ. მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო) ქირურგიული განყოფილების ექიმ-ქირურგად. ავტორია გადაუდებელი ქირურგიის საკითხებში 17 სამეცნიერო ნაშრომის. მონაწილეობდა სხვადასხვა სამედიცინო ყრილობებსა და სესიებში. მიღებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატები ქირურგიაში, პროქტოლოგიაში, ონკოლოგიაში. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ქირურგი. 2006 წელს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს დადგენილებით (01-12-08-4/20954) მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Причины и последствия диагностических ошибок при остром апендиците", დაიცვა 1982 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Причины, парадоксы и последствия диагностических и тактических ошибок при острих хирургических заболеваниях органов брюшной полости, забрюшинного пространства и современные пути их предупреждения". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.58 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |