The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ია გეგეშიძე

ია გეგეშიძე
დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1944  (81 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1968 წელს.

1969–1973წწ. იყო თბილისის ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ალერგოლოგიური ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1974–1980წწ. რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ალერგოლოგიური განყოფილების ორდინატორი; 1981 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ალერგიული დაავადებების კლინიკო–ეპიდემიოლოგიური თავისებურებანი საქართველოს ცალკეულ რეგიონში", დაიცვა 1978 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.59; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.78

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ალერგოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ალერგოლოგთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების მედალი

გააზიარე: