The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ბერიკაშვილი

ნოდარ ბერიკაშვილი
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1929
გარდაცვ. თარიღი:30 მარტი, 2022  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1952 წელს.

1955–1959წწ. იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1959–1986წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ–თანამშრომელი, 1986–1989წწ. ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან არის გეომეტრიისა და ტიპოლოგიის განყოფილების გამგე. ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1989).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სპექტრების აქსიომატიკური თეორია და ორადობის თეორემები არაჩაკეტილი სიმრავლეებისათვის", დაიცვა 1956 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სპექტრული მიმდევრობის დიფერენციალები", დაიცვა 1972 წელს.  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.402; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.213

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2001-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1979-2001)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: