შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამია ბერიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1957 წელს. 1950–1960წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სოლისტი(ვალტორნა); 1960 წლიდან იყო აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიის სამუსიკო ნაწილის ხელმძღვანელი; 1977 წელს დაარსა ქალთა ხალხური ვოკალური ანსამბლი "გუნდა". მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: საბავშვო ოპერა "ერთგული მეგობრები"(1968), მიუზიკლი "ნაცარქექია"(1980), სიმფონიური პოემები–"მთებში"(1955), "300 არაგველი"(1958), "სიმღერა კლდეზე"(1976), სიმღერა–კანტატა "აფხაზეთი"(1980). საგუნდო ნაწარმოებების, საესტრადო სიმღერების და დრამატული სპექტაკლების მუსიკის ავტორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.402; ru.wikipedia.org ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |