The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ბერიევი

ოფიციალური სახელი:დიმიტრი ბერიშვილი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დიმიტრი ბერიევი იყო XIX საუკუნის 50–60–იანი წლების პოეტი; სწავლობდა ბოდბის მონასტრის სკოლაში; 1861–1865წწ. იყო თბილისის ქალაქის მმართველობის მესამე ნაწილის კომისარი. მისი ლექსები იბეჭდებოდა "ცისკარსა" და "დროებაში".  ლექსები ეძღვნებოდა რუსეთის ადმინისტრაციის დიდ მოხელეებსა და საიმპერატორო სახლის ამბებს ("გენერალ ფელდმარშალსა თავადსა ა. ი. ბარიატინსკის", "დიდი მთავრინას ოლღა ფეოდოროვნას ასულზედ") და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.401; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.58-59


გააზიარე: