The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბერიევი

გიორგი ბერიევი
ოფიციალური სახელი:გიორგი ბერიაშვილი
დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1903
გარდაცვ. თარიღი:12 ივლისი, 1979  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, მეცნიერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის მ. კალინინის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1930 წელს.

1934–1968წწ. იყო თვითმფრინავთმშენებლობის საცდელ–საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ჰიდროთვითმფრინავები, რეაქტიული მფრინავი ნავები, ამფიბია თვითმფრინავები, სახომალდე საკატაპულტე თვითმფრინავები და სახმელეთო მსუბუქი სამგზავრო თვითმფრინავები. ავიაკონსტრუქტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1961), საინჟინრო–ტექნიკური სამსახურის გენერალ–მაიორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.401

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1947 - სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: