შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თედო ნინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1971 წელს; 1974 წელს სსრკ სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა; სწავლობდა უცხო ენების პედაგოგიურ ინსტიტუტში გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1971-1975წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1978-1984წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში ადმინისტრაციულ ორგანოთა განყოფილების ინსტრუქტორად; 1984-1988წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ; 1988-1992წწ. ჟურნალ "სამართლის" მთავარ რედაქტორად; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1992-1993წწ. იყო საქართველოს გენერალურ პროკურორი; 1993-1998წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 1998-2003წწ. საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი; 2003 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრულ პროფესორად; 2014 წლიდან "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მოწვეული ექსპერტი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები და მონოგრაფია. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 256; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 277; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: web.archive.org; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.364 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |