Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თედო ნინიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1971 წელს; 1974 წელს სსრკ სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა; სწავლობდა უცხო ენების პედაგოგიურ ინსტიტუტში გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1971-1975წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1978-1984წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში ადმინისტრაციულ ორგანოთა განყოფილების ინსტრუქტორად; 1984-1988წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ; 1988-1992წწ. ჟურნალ "სამართლის" მთავარ რედაქტორად; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1992-1993წწ. იყო საქართველოს გენერალურ პროკურორი; 1993-1998წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 1998-2003წწ. საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი; 2003 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრულ პროფესორად; 2014 წლიდან "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მოწვეული ექსპერტი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები და მონოგრაფია. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 256; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 277; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: web.archive.org; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.364 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |