The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ნიკოლოზიშვილი

ნიკო ნიკოლოზიშვილი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილია: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1988 წელს; 1995 წელს თბილისის სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი.

1993-1995წწ. იყო გაზეთ "ივერია-ექსპრესის" მთავარი რედაქტორი; 1995-1998წწ. ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1998 წელს მიენიჭა სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის დიპლომატიური რანგი; 1998-2004წწ. იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში; 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში; 2006 წელს მიიღო მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 2006 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთსა და სლოვენიის რესპუბლიკებში, 2011-2017წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში; 2017-2022წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში. დაჯილდოებულია სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოქროს მედლით "სლოვაკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გამყარების და განვითარების საქმეში შეტანილი გამორჩეული პირადი წვლილისთვის, დამსახურებისათვის და განსაკუთრებული ღვაწლისთვის" (2011) და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "ბენე მერიტოს" (Bene Merito) საპატიო ორდენით - "პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაში ჩართულობისათვის; ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის განსაკუთრებული კავშირების მიზანდასახული გაძლიერებისათვის; მეგობრობასა და თანამშრომლობის საფუძველზე, საერთაშორისო არენაზე ჩვენი ორი სახელმწიფოს პოზიტიური სახისა და ძლიერი პოზიციის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის" (2017). 2006 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ისტორიაში ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში.  

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ.256; საქართველოს სალჩო რუმინეთში: romania.mfa.gov.ge დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.128

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "საქართველოს პოლიტიკური კლუბი", წევრი (1993-1994)
  • ათონის მთის მეგობართა საზოგადოება, წევრი (1998-)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პრეს-კლუბი, ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი

გააზიარე: