The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ნიკოლეიშვილი

დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა რიგის თევზის მრეწველობისა და მეურნეობის ტექნიკური ინსტიტუტის წყლის ბიორესურსებისა და აკვაკულტურის დაუსწრებელი ფაკულტეტი 1990 წელს.

1882-1983წწ. სწავლობდა ფოთის საზღვაო სკოლაში; 1983-1984წწ. მუშაობდა ფოთის საოკეანო თევზჭერის სამმართველოში თავზსაჭერ ხომალდებზე; 1984-1988წწ. სწავლობდა და მუშაობდა რიგაში ბალტიის ზღვის თევზჭერის სამმართველოში; 1988-1989წწ. იყო თბილისის ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-ტექნიკური ინსტიტუტის თანამშრომელი; 1990-1993წწ. გელენჯიკის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის და უტრიშის სამეცნიერო-ექსპერიმენტული ცენტრის თანამშრომელი; 1994-1995წწ. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა "საქართველოს შავი ზღვის რეგიონში აკვაკულტურის განვითარების ნაციონალური პროგრამა"; 1996 წელს საქართველოს ნავთობკომპანიის შეკვეთით მონაწილეობა მიიღო ანგარიშის მომაზდებაში: "თევზები და მეთევზეობა". ქართველი იქთიოლოგი, აკვალანგისტი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ.255

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზღვაო ასოციაცია "პოსეიდონი", თავმჯდომარე (1994-)
  • საქართველოს "მწვანეთა მოძრაობა", წევრი (1994-)

გააზიარე: