The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ნემსაძე

გიორგი ნემსაძე
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1972  (51 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციის ფაკულტეტი 1995 წელს.

1988-1991წწ. და 1993-1995წწ. თამაშობდა თბილისის "დინამოში"; 1991-1992წწ. ლანჩხუთის "გურიაში"; 1992-1993წწ. თბილისის "შევარდენში"; 1995-1996წწ. გერმანიის "ჰომბურგში"; 1996-1997წწ. თურქეთის "ტრაბზონსპორში"; 1997-1998წწ. შვეიცარიის "გრასჰოპერში". საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2006-2010წწ. იყო თბილისის საკრებულოს წევრი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; 2011 წლის მარტში თბილისის "დინამოს" სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა; 2021-2022წწ. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, მპგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". არის შვეიცარიის ჩემპიონი, თურქეთის ბრინჯაოს და ვერცხლის მედლის მფლობელი მედლის მფლობელი. ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ.254

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ჩემპიონი (ოთხგზის )

გააზიარე: