შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ნახუცრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1959-1982წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სწავლული მდივანი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მცენარეთა ეკოლოგიის განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1982-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1967-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის დოცენტი, პროფესორი; 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2010 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიის განყოფილების გამგე. საქართველოში და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს 7 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის და 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ცენტრალური კავკასიონის მაღალმთის მცენარეულობის და ფოტოცენოზების ეკოლოგია", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 253; http://www.science.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |