The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ნახუცრიშვილი

გია ნახუცრიშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი ნახუცრიშვილი
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1932  (91 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს.

1959-1982წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სწავლული მდივანი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მცენარეთა ეკოლოგიის განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1982-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1967-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის დოცენტი, პროფესორი; 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2010 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიის განყოფილების გამგე. საქართველოში და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს 7 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის და 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ცენტრალური კავკასიონის მაღალმთის მცენარეულობის და ფოტოცენოზების ეკოლოგია", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 253;

           http://www.science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ავსტრიის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1986-)
  • საქართველოს ბოტანიკური საზოგადოება, პრეზიდენტი (1983-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1979-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
  • 1992 - თბილისის სახელმწფიო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია
    ეკოლოგიის საფუძვლები / ი. ელიავა, გ. ნახუცრიშვილი, გ. ქაჯაია . - თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1992. - 368გვ.
  • 1986 - პოლონელი ბოტანიკოსის ვ. შაფერის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: