The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა ნათენაძე

გოჩა ნათენაძე
დაბადების თარიღი:17 ივლისი, 1960  (63 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვალე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით გეოლოგიური აგეგმვა და სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიება 1982 წელს.

1984-1985წწ. იყო ახალციხის მეურნეობა-ტექნიკუმის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, კომკავშირის ახალციხის რაიკომის ინსტრუქტორი; 1985-1986წწ. საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1986-1992წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მინერალოგია-პეტროგრაფიის ლაბორატორიის გამგე; 1989-1991წწ. ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე; 1992-1995წწ. ახალციხის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №37 ახალციხის საარჩევნო ოლქიდან; 2004-2005წწ. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე სამცხე-ჯავახეთში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 250; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.271

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ამომრჩეველი", წევრი (1996-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აფხაზეთი", წევრი (1998-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ლეიბორისტი", წევრი (1997-1998)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარ-სოციალისტი", წევრი (1998-1998)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარი", წევრი (1995-1995)

გააზიარე: