შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ნათელაშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ფასანაური, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1981 წელს; 1989 წელს სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტურა (მოსკოვი). 1981-1992წწ. იყო საქართველოს პროკურატურის სტაჟიორი, გამომძიებელი, განყოფილების პროკურორი, უფროსი პროკურორი, პარტკომის მდივანი, საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №5.28 დუშეთის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1995 წელს ჩამოაყალიბა ლეიბორისტული პარტია; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა მაჟორიტარული, მაჟორიტარი №28 დუშეთის საარჩევნო ოლქიდან; თბილისის საკრებულოს წევრი (2002, 2006); 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008 და 2013 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი; 2020-2022წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს აშშ-ს შტატ ლუიზიანას საპატიო ელჩის წოდება, იუსტიციის მრჩევლის საპროკურორო ჩინი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 250; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 270; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |