The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაიოზ ბერელაშვილი

გაიოზ ბერელაშვილი
დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:1 ოქტომბერი, 1937  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1919 წელს.

1912 წელს საქართველოს ტანმოვარჯიშეთა ნაკრებ გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღო პრაღაში "სოკოლის" მეექვსე საიუბილეო შეკრებაში, სადაც პირველი ადგილი დაიკავა; 1917 წელს შექმნა ტანვარჯიშის საზოგადოება; 1918 წელს ჩამოაყალიბა ქართული ტანვარჯიშის საზოგადოება "შევარდენი". 1921 წლიდან ხელმძღვანელობდა მე–11 არმიის და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის წითელარმიელთა სამხედრო–ფიზკულტურული მომზადების განყოფილებას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებული. ტანმოვარჯიშე. საქართველოში ტანვარჯიშის ერთ–ერთი ფუძემდებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.400;  სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა]: nplg.gov.ge


გააზიარე: