The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ბერეკაშვილი

დაბადების თარიღი:29 აპრილი, 1891
გარდაცვ. თარიღი:26 მარტი, 1962  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კურსები, ტყუბულის რაიონი.

სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში და პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე. სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე; 1919 წელს იყო პეტროგრადის მეორე საარტილერიო კურსების კომისარი, 1920 წელს საარტილერიო აკადემიის სამხედრო კომისარი, 1921 წლიდან სამხედრო სკოლის კომისარი; 1921–1924წწ. მუშაობდა საქართველოში სამხედრო კომისრის მოადგილედ; 1924–1929წწ. სწავლობდა ლენინგრადის საარტილერიო აკადემიის მეტალურგიული განყოფილების მექანიკურ ფაკულტეტზე; მუშაობდა ინჟინრად ქარხანა "კრასნი პუტილოვეცში"; 1930–1936წწ. იყო შავი ლითონების საკავშირო სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ლენინგრადში, საბრძოლო მასალების სახალხო კომისარიატის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი მოსკოვში. 1944 წლიდან იყო საქართველოში სსრკ სახელმწიფო საგეგმო კომისიის რწმუნებულის მოადგილეა; 1949–1951წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს ენერგეტიკისა და კაპიტალური მშენებლობების განყოფილების უფროსი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.400

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1917-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - სსრკ სახელმწიფო პრემია, საბრძოლო მასალების დამზადების ტექნოლოგიაში სიახლის დანერგვისათვის

გააზიარე: