The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუმბერ ბერაძე

ჯუმბერ ბერაძე
დაბადების თარიღი:22 ივლისი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1970 წელს.

1958 წლიდან ცეკვავდა თბილისის ტრამვაი–ტროლეიბუსების სამმართველოს თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში. 1962–1982წწ. იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მოცეკვავე. შესრულებული აქვს სოლო პარტიები: "ყაზბეგური", "ფარიკაობა", "მხედრული", "ხანჯლური", "შეჯიბრი". 1982–1985წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის გენერალური დირექტორის მოადგილე; 1985–1986წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს რესპუბლიკური გაერთიანება "საქატრაქციონის" გენერალური დირექტორი; 1986–1987წწ. საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მთავარი რეჟისორი; 1987 წლიდან იყო ფირმა "მელოდიის" თბილისის განყოფილების დირექტორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.399; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.73

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1981 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: