შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ნავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1978 წელს. 1966-1967წწ. იყო ქუთაისის საავტომობილო ქარხნის გამმართველი; 1967-1969წწ. თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს დამხმარე მუშა; 1969-1975წწ. საავტომობილო ტრანსპორტის N1 ა.შ.ქ. კონტროლიორი, ოსტატი, ინჟინერ-ტექნოლოგი; საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი (1975); 1975-1978წწ. კომკავშირის ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი; 1978-1979წწ. ხარაგაულის რაიონული გაზეთის რედაქტორი; 1979-1981წწ. მარელისის გრეხილი ავეჯის ფაბრიკის პარტბიუროს მდივანი; რესპუბლიკური გაერთიანება "საქავტორემონტის" მთავარი ინჟინრის მოადგილე (1981); 1981-1983წწ. რესპუბლიკური გაერთიანება "საქავტორემონტის" პარტკომის მდივანი; 1983-1987წწ. თბილისის საავტომობილო გაერთიანების გენერალური დირექტორი; 1987-1990წწ. თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების უფროსის პირველი მოადგილე; 1990-1995წწ. თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების უფროსი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №48 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 249; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 269 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |