The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



თამაზ ნადარეიშვილი

თამაზ ნადარეიშვილი
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1954
გარდაცვ. თარიღი:31 აგვისტო, 2004  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გაგრა.

1971-1975წწ. იყო თბილისის უმაღლესი სამხედრო საარტილერიო სასწავლებლის კურსანტი; 1981 წელს დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1974-1979წწ. იყო გაგრის უშიშროების კომიტეტის სამთავრობო კავშირგაბმულობის განყოფილების თანამშრომელი; 1979-1990წწ. კპ გაგრის ქალაქკომის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე, II მდივანი; 1992-1993წწ. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე; 1993 წელს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მრჩეველი; 1993-1995წწ. მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერი; 1995 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;  მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 247

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აკადემია, აკადემიკოსი (1998-)
  • აფხაზეთის გათავისუფლების პარტია, თავმჯდომარე (1999-)
  • აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, თავმჯდომარე (1995-)
  • აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, თავმჯდომარის I მოადგილე (1992-)
  • აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1991-)
  • მსოფლიო საერთაშორისო ინფორმატიზაციის აკადემია, აკადემიკოსი (1997-)
  • საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, წევრი (1995-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი (1992-1995)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2003)
  • საქართველოს უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1990-1992)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1993 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: