| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პანტელეიმონ ბერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1927 წელს. პარალელურად სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში კოტე მარჯანიშვილის დასში. მუშაობდა ა. ფაღავას ქართულ დრამატულ სტუდიაში (1922); 1927 წელს მუშაობა დაიწყო კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე. 1953–1968წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსწიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე. ავტორია ნაშრომისა "ძველი ბერძნული და ქართული ლექსთწყობის საკითხები" (1969). ანტიკური ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1950). თარგმნა ლუკრეციუსის "საგანთა ბუნებისათვის" (1958), ევრიპიდეს "მედეა" (1969), ჰომეროსის "ოდისეა" (1978), ვალერიუს ფლაკუსუს "არგონავტიკა". ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1950). ანტიკური ლიტერატურის მკვლევარი, მთარგმნელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.398; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

