შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიკა ნადარაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტი 1978 წელს. 1978-1981წწ. იყო ნევროლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგი; 1981-1989წწ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1990წწ. გაიარა სტაჟირება აშშ-ში; 1991-1992წწ. იყო ამერიკული ბიზნეს-სკოლის დირექტორი; 1992-1993წწ. კინოსტუდია "ორბის"დირექტორი; 1996-1997წწ. მესამე ბავშვთა საავადმყოფოს ფსიქოლოგი; 1986-1989წწ. მონაწილეობდა ფემინისტურ აქციებში; ქალთა პოლიტიკური რესურს-ცენტრის დამფუძნებელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "როზენცვაიგის ფრუსტრაციის საკვლევი ტესტის ადაპტაცია და მისი გამოყენება ფსიქოსომატური პათოლოგიების დროს", დაიცვა 1997 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 247 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |