The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიკა ნადარაია

ლიკა ნადარაია
დაბადების თარიღი:31 მაისი, 1957  (66 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტი 1978 წელს.

1978-1981წწ. იყო ნევროლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგი; 1981-1989წწ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1990წწ. გაიარა სტაჟირება აშშ-ში; 1991-1992წწ. იყო ამერიკული ბიზნეს-სკოლის დირექტორი; 1992-1993წწ. კინოსტუდია "ორბის"დირექტორი; 1996-1997წწ. მესამე ბავშვთა საავადმყოფოს ფსიქოლოგი; 1986-1989წწ. მონაწილეობდა ფემინისტურ აქციებში; ქალთა პოლიტიკური რესურს-ცენტრის დამფუძნებელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "როზენცვაიგის ფრუსტრაციის საკვლევი ტესტის ადაპტაცია და მისი გამოყენება ფსიქოსომატური პათოლოგიების დროს", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 247

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ასოციაცია "ინტერკულტურა", თავმჯდომარე (1998-)
  • გენდერული თანასწორობის საბჭო, წევრი
  • მოსკოვის ქალთა კლუბი, პრეზიდენტი (1993-1995)
  • ფემინისტური კლუბი, პრეზიდენტი (1998-)

გააზიარე: