შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ მჭედლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1958-1966წწ. იყო პალეობიოლოგიის ინტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978 წლიდან განყოფილების ხელმძღვანელი; 1979 წლიდან დირექტორის მოადგილე; 1989 წლიდან დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 69-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 7 მონოგრაფია. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვეშაპისმაგვართა პალეობიოლოგიური ისტორიის ძირითადი თავისებურებები", დაიცვა 1973 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 246; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.292 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |