შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივა ბერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1966 წლებში მუშაობდა ყვარელში ექიმ-ოფთალმოლოგად, 1966 წლიდან იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის (შემდგომში - სახელმწიფო სამედიცინო აკადემია) ასპირანტი, უმცროსი, შემდეგ, უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, 1988 წლიდან - თვალის სნეულებათა კათედრის გამგე. 1999-2004 წლებში - სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პრორექტორი სამეცნიერო დარგში, 2004 წლიდან - აკადემიის მაგისტრატურა-დოქტორანტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე, 1991-2000 წლებში - რესპუბლიკური ოფთალმოლოგიის ცენტრის დირექტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1988). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.398; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.146; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.343 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |