The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ მუსელიანი

ვახტანგ მუსელიანი
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1982 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების სპეციალობით 1984 წელს.

1986 წელს იყო სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 1988 წლიდან საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი, მთავარი მწვრთნელი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №1.4 კრწანისის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. არის ავტორი წიგნისა "რინგი 90", სტატიებისა კრივის, მკლავჭიდის და სპორტის სხვა სახეობებზე. ქართველი მკლავჭიდელი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 243; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.200; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 265

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია, წევრი (1991-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ტურიზმის კომისია, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომისია, წევრი (1992-1995)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია

  • რინგი-90 (შემდგენელი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1990. - 270გვ.

გააზიარე: