The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა გელაძე

ნანა გელაძე
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1969–1971წწ. იყო თეთრიწყაროს რაიონის საავადმყოფოს ნევროლოგ–ორდინატორი; 1971–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სან. ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1980–1992წწ. ასისტენტი; 1992 წლისდან კათედრის დოცენტი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. არის პროფ. გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ნერვული განყოფილების კურატორი და ამავე კლინიკის კარდიორევმატოლოგიური და ენდოკრინოლოგიური განყოფილების კონსულტანტი. ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფენობარბიტალის ზოგიერთი ფარმაკოდინამიკური თავისებურებები ეპილეფსიის მკურნალობის დროს ბავშვებში", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.60; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.312; სამედიცინო ცენტრი "ციტო": cito.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აკადემიკოს პ. ქავთარაძის სახელობის საქართველოს ნევროლოგთა ასოციაცია, წევრი
  • ევროპის ნევროლოგთა საზოგადოება, კორპორაციული წევრი
  • ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგა, წევრი
  • თბილისის ნევროლოგთა საზოგადოება, გამგეობის წევრი
  • ნევროლოგთა და ფსიქიატრთა თბილისის ეროვნული სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ს. ყიფშიძის სახელობის ნევროლოგთა ასოციაცია, გამგეობის წევრი
  • საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაციის "100 ქართველი ქალი“, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: