შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბეჟან დადიანი![]()
ბიოგრაფია1717–1728წწ. იყო ოდიშის მთავარი, გიორგი II ლიპარტიანის ძე. 1704 წლიდან ითვლებოდა "ლეჩხუმის ბატონად". 1714 წელს მამა დააპატიმრა, მისი "მისანდონი" ამოხოცა და დადიანი გახდა. თავიდანვე ცდილობდა განემტკიცებინა თავისი ხელისუფლება, გაეფართოებინა ოდიშის სამთავრო, ლიხთიმერეთში პირველობა მოეპოვებინა და განედევნა ოსმალო დამპყრობლები. განსაკუთრებით გაძლიერდა 1720–1721წწ. როდესაც იმერეთში ახლად გამეფებული ალექსანდრე V-ის მეურვეობა ჩაიგდო ხელში. ახალგაზრდა მეფეს მან ცოლად შერთო თავისი ასული მარიამი და 1721–1728 წლებში ფაქტობრივად განაგებდა იმერეთის სამეფოს. ბევრჯერ მეფის მოკვლაც დააპირა, მაგრამ ვერ მოახერხა. ალექსანდრე V ცდილობდა აღეკვეთა მისი ძლიერება. არც ოსმალეთის ხელისუფალთ მოსწონდათ გაძლიერებული ვასალი, რომელსაც რუსეთის მომხრეობას აბრალებდნენ. ბეჟან I დადიანი ოსმალებმა გეგუთში მოკლეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.397
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |