The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბეჟან დადიანი

Date of birth:16??
Date of death:1728
Category:Nobleman

Biography

1717–1728წწ. იყო ოდიშის მთავარი, გიორგი II ლიპარტიანის ძე. 1704 წლიდან ითვლებოდა "ლეჩხუმის ბატონად". 1714 წელს მამა დააპატიმრა, მისი "მისანდონი" ამოხოცა და დადიანი გახდა. თავიდანვე ცდილობდა განემტკიცებინა თავისი ხელისუფლება, გაეფართოებინა ოდიშის სამთავრო, ლიხთიმერეთში პირველობა მოეპოვებინა და განედევნა ოსმალო დამპყრობლები. განსაკუთრებით გაძლიერდა 1720–1721წწ. როდესაც იმერეთში ახლად გამეფებული ალექსანდრე V-ის მეურვეობა ჩაიგდო ხელში. ახალგაზრდა მეფეს მან ცოლად შერთო თავისი ასული მარიამი და 1721–1728 წლებში ფაქტობრივად განაგებდა იმერეთის სამეფოს. ბევრჯერ მეფის მოკვლაც დააპირა, მაგრამ ვერ მოახერხა. ალექსანდრე V ცდილობდა აღეკვეთა მისი ძლიერება. არც ოსმალეთის ხელისუფალთ მოსწონდათ გაძლიერებული ვასალი, რომელსაც რუსეთის მომხრეობას აბრალებდნენ. ბეჟან I დადიანი ოსმალებმა გეგუთში მოკლეს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.397


Share: