The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჭიჭიკო ბენდელიანი

ჭიჭიკო ბენდელიანი
დაბადების თარიღი:29 იანვარი, 1914
გარდაცვ. თარიღი:20 ივლისი, 1944  (30 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გორაბერეჟოული, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა სევასტოპოლის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი 1937 წელს.

II მსოფლიო ომში იბრძოდა კიევისა და კურსკის მისადგომებთან, უკრაინისა  და პოლონეთის განთავისუფლებისათვის. მოახდინა 410 საბრძოლო გაფრენა, მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტ საჰაერო ბრძოლაში, მოსპო მტრის 30-ზე მეტი თვითმფრინავი. 1941 წელს განახორციელა საჰაერო ტარანი. დაიღუპა სოფელ ბიტენში, ქალაქ კაუნასის მახლობლად. 2008 წლის 6 მაისსს მისი ნეშტი ჩამოასვენეს თბილისში. სოფელ გორაბერეჟოულში არის მისი სახელობის მუზეუმი. გვარდიის მაიორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.396

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია (1938-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: