The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია ბენაშვილი

ანდრია ბენაშვილი
სხვა სახელი:ანდრია ბენაევი
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1868
გარდაცვ. თარიღი:28 ივნისი, 1941  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ასტრონომი, პედაგოგი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი 1885 წელს, 1887 წელს მოსკოვის ალექსანდრეს სახელობის სამხედრო სასწავლებელი; 1901 წელს აკადემია ასტრონომიისა და გეოდეზიის განხრით და გენერალური შტაბის ოფიცრის წოდება მიიღო.

ჯარში მსახურობდა 1885 წლიდან, მე-16 მინგრელსკის გრენადერთა პოლკში. 1896–1899წწ. სწავლობდა გენერალური შტაბის აკადემიაში; 1899–1901წწ. მთავარ ასტრონომიულ ობსერვატორიაში (პულკოვო) გაიარა ასტრონომიისა და გეოდეზიის პრაქტიკული კურსი; 1901-1904 წლებში გადაყვანილ იქნა გენერალურ შტაბში და მსახურობდა დასავლეთის სასაზღვრო სივრცის ტრიანგულიაციის უფროსის თანაშემწის თანამდებობის შემსრულებლად. 1902-1903წწ. მსახურობდა ლაიბ-გვარდიის იზმაილის პოლკში. 1904-1914წწ. მსახურობდა დასავლეთის სასაზღვრო სივრცის ტრიანგულიაციის უფროსის თანაშემწედ. 1904–1916წწ. კი იყო რუსეთის დასავლეთ სასაზღვრო სივრცეთა ტრიანგულაციის უფროსი; 1902–1918წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში; 1905–1916წწ. რუსეთის სამხედრი–საინჟინრო აკადემიაში. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. 1918 წლიდან ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის არმიის სამხედრო–ტოპოგრაფიულ განყოფილებას; 1915-1916წწ. ირიცხებოდა კიევის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში. 1916-1917წწ. მეთაურობდა კამიშინის 404-ე ქვეით პოლკს. 1917-1918წწ. იყო XXXII-ე საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი, 105-ე ქვეითი დივიზიის უფროსი. 1905-1916წწ. კითხულობდა ლექციათა კურსს პეტერბურგის (პეტროგრადის) ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში. 1918-1921წწ. მსახურობდა ქართულ ჯარში. 1918 წლის 26 ივლისს დაინიშნა ქართული ჯარის ზურგისა და მომარაგეობის უფროსად, ერთხანს ასრულებდა ქართული სამხედრო სკოლის უფროსის თანამდებობას, იყო არმიის შტაბის სამხედრო-ტოპოგრაფიული განყოფილების უფროსი, სამხედრო მინისტრის თანაშემწე, კითხულობდა ლექციათა კურსს სამხედრო ტოპოგრაფიასა და გეოდეზიაში ქართულ სამხედრო სკოლაში. 1918 წელს იქნა მოწვეული პროფესორად ახლად გახსნილ ტფილისის უნივერსიტეტში (იყო მისი ერთ-ერთი დამაარსებელი). 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გავიდა თადარიგში. აქტიური მონაწილეა 1922 წლის იანვრიდან ტფილისის უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტის გახსნისა. იყო თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი; 1918–1936წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიისა და გეოდეზიის კათედრას; 1919–1921წწ. იყო მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი. 1923-1941წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ითვლება ამ ინსტიტუტის ერთ-ერთ დამაარსებლად. 1928 წლიდან გეოდეზიისა და სამარქშეიდერო საქმის კათედრის გამგეა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1930 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ტფილისის ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში, 1933–1936წწ. ქუთაისსა და 1938–1941წწ. სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში; იგი ავტორია 30 სამეცნიერო შრომისა უმაღლესი გეოდეზიის, სფერული ტრიგონომეტრიის, სფერული ასტრონომიის და ტოპოგრაფიის დარგებში. მან შეადგინა პირველი ქართული სახელმძღვანელოები ტოპოგრაფიის, სფერული ტრიგონომეტრიის, სფერული ასტრონომიის და ცდომილებათა თეორიის დარგში. იყო აგრეთვე ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოში გეოგრაფიის ინსტიტუტის შექმნისა. უდიდესი წვლილი შეიტანა ქართველ ინჟინერთა კადრების აღზრდაში. მის სახელს ატარებს თბილისის გეოდეზიის და კარტოგრაფიის კოლეჯი (ყოფილი თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი). თბილისში არის მისი სახელობის ქუჩა. სახლს, სადაც ის ცხოვრობდა ამშვენებს მემორიალური დაფა. ქართველი ასტრონომ–გეოდეზისტი, რუსეთის არმიის გენერალ–ლეიტენანტი, პროფესორი (1927).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.396; სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.56

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1913 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1913 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1907 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • 1907 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: