The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია მურღულია

გია მურღულია
Date of birth:22 October, 1954  (69 years)
Category:Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს.

1976-1982წწ. იყო "მეტეხის თეატრის" სალიტერატურო ნაწილის გამგე; 1982-1990წწ. თბილისის 23-ე, მე-18 და მე-6 საშუალო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი; 1990-2000წწ. პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის რექტორი; 2005 წლიდან დღემდე თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი; 2007 წლიდან საგანმანათლებლო ჟურნალების "ქართული სიტყვა" და "სკოლის მართვა" დამფუძნებელი და მთავარი დირექტორი.  პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობას ეწევა. რადიო "პალიტრის" ეთერში მიჰყავს საავტორო გადაცემა "მშობელთა კრება". იგი არის "განათლების ლიდერთა ლიგის" და "პარტნიორი სკოლების კავშირის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მისი თაოსნობით დაარსდა დავით გურამიშვილის ფონდი. არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პედაგოგი "ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის", ასევე სკოლა "ლოგოსის" დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დავითიანის" მხატვრულ სახეთა სისტემა", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 243

Member of Organizations

  • რუსეთის პედაგოგიურ და სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-)

Awards and Honors

  • 1998 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია

Bibliography


Share: